Tuesday, May 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგმა საკმაოდ დიდი ცოდნა მომცა, პროექტის სწავლებასთან დაკავშირებით. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და რამოდინემე პუნტი მოვარგე ამ კონკრეტულ პროექტს. ამ ტრენინგმა კარგად გამარკვია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებები. ძალიან მნიშვნელოვანია ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით სიტყვების გამოყენება. შექმენი ბუკლეტი, რაც საშუალებას მომცემს ინფორმირებულები იყვნენ მშობლები და სკოლის დირექცია. შევადგინე გეგმა და განვსაზღვრე ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბავშვის უკეთ შეფასებისთვის.
მე წარმოვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და გავაკეთეთ ანალიზი.

Sunday, May 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია


განვიხილეთ მეშვიდე მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავეცანი როგორ შეიძლება დიფერენცირებული მეთოდის გამოყენებით სწავლის ხარისხის ამაღლება. რესურსების ჩანართიდან გავეცანი მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგს და განსაკუტრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეთა ჩართულობას პროექტში. პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე, გნვიხილე html კოდების გადმოტანა გაჯეტების გამოყენებით.

Thursday, May 12, 2016

მეხუთე-მეეკვსე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. შეძლოს ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრა და დაიცვას საავტორო უფლებები. შევქმენი საინფორმაციო ბუკლეტი პროექტის შესახებ. მოვამზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რათა სწორად დავგეგმო მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული შეფასება.
მეშვიდე დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. ვიმსჯელეთ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმებზე. განვიხილეთ ინდივიდუალური მიდგომები სწავლების დროს. მოვახდინე შეფასების რუბრიკის ადაპტირება და ავტვირთე დრაივში.

Sunday, April 24, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია


სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსე შეფასების ინსრტუმენტები და გამოვკვეთე მოსწავლის წინარე ცოდნა. ჩამოვაყალიბე სასწავლო პროცედურები. მოვამზადე პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგზე.


პროექტის პრეზენტაცია